logo_geo
გერმანიაში მცხოვრებმა სომეხმა მამაკაცმა ქუთაისელ ხუთშვილიან ოჯახს 10 000 ევრო უანდერძა
- +

10 აპრილი. 2019. 17:29

 

ქუთაისში მცხოვრებ მეროიანების სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს გერმანელმა ქველმოქმედმა 10 000 ევრო უანდერძა. ინფორმაციას „ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს.

 

მეროიანების ოჯახს 2017 წელს გერმანელი როლფ ბარბიანის დატოვებული ანდერძი ქუთაისში,  გოეთეს ცენტრში წაუკითხეს, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

 

ანდერძის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გარდაცვლილის მეგობარი, გერჰარდ მიულერი.

 

„ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა, რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების ოჯახს თავისი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000 ევროს აძლევს“, - ამბობს ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, გერჰარდ მიულერი.

 

მისი თქმით, თანხის განკარგვა ოჯახს თავისი სურვილისამებრ შეუძლია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი