logo_geo
ოთარ დანელია: მიწის მართვის სააგენტოს შექმნაზე კონსულტაციები გრძელდება
- +

15 აპრილი. 2019. 14:06

 

შეიქმნება თუ არა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო? - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, ამ თემაზე მთავრობასთან კონსულტაციები გრძელდება.

 

არსებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი სსიპ-ის შექმნას ეწინააღმდეგება.

 

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მთავრობასთან სსიპ-თან დაკავშირებით. საუბარია ფუნქციებზე - ეს იქნება ახალი სუბიექტი, არსებულთან შერწყმული, თუ შეთავსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომელიმე ქვეუწყებასთან, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ კონსულტაციები მთავრობასთან, რადგან აღსრულების ნაწილში მათი როლი ძალიან დიდია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ახალი სსიპ-ის შექმნას დანელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი - „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი