logo_geo
სენაკში „თიბისი ბანკის“ აპარატი მოიპარეს
- +

15 აპრილი. 2019. 16:40

 

სენაკის ცენტრიდან „TBC ბანკის“ გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. შსს-ს ცნობით, წაღებულია დაახლოებით 8 ათას ლარამდე.

 

მოპარული აპარატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს.

 

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

 

როგორც  შსს-ში აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი