logo_geo
საქართველოში შესაძლოა არაბიოდეგრადირებადი პარკების საექსპორტოდ წარმოება დაუშვან
- +

19 აპრილი. 2019. 13:18

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილების მომზადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ტერიტორიაზე, ექსპორტის მიზნით, დასაშვები იქნება პოლიეთილენის პარკების წარმოება.

 

„დღეს ჩანაწერი ასე იკითხება, ნებისმიერი სახის პლასტიკის პარკის წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აკრძალულია. წარმოების ნაწილში შეიძლება დამატების გაკეთება და ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ იკითხებოდეს - „წარმოება ექსპორტის განხორციელების მიზნით არ იკრძალება“. რეგიონის ქვეყნებში პლასტიკის პარკების მოხმარება ყველგან დაშვებულია. შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ისინი პარტნიორს იპოვიან, შეუძლიათ განახორციელონ ექსპორტი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა 1tv -ის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.

 

1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია.

 

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარით და პროდუქცია ჩამოერთმევა. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია გაორმაგდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი