logo_geo
დავით სერგეენკო: ადამიანების რაოდენობა, ვინც სამედიცინო დახმარების მიღება შეძლო, გაორმაგდა
- +

22 აპრილი. 2019. 15:18

 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

 

სერგეენკოს თქმით, მთავარ გამოწვევად ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება.

 

„საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი, ჩვენი თხოვნით, ყოველწლიურად აკეთებს. ისინი ამას აკეთებენ მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებულად. რეკომენდაციები და მითითებები ბევრია, თუმცა გამოკვეთილად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ადამიანების რაოდენობა, ვინც სამედიცინო დახმარების მიღება შეძლო, გაორმაგდა. ჯიბიდან გადასახადები 2017 წლის ბოლო მონაცემებით, 70 პროცენტიდან 56-მდე შემცირდა. ეს რაც შეეხება მიღწევებს, ხოლო რაც შეეხება გამოწვევებს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩება ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე.

 

საქართველოში უკვე დაფუძნდა ე.წ. „ჯი ემ პი“ სტანდარტი, რომლის ინსპექტორები უკვე მომზადებულები არიან. უკვე მომავალი წლიდან ეს ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი ხარისხის კონტროლისთვის სავალდებულო გახდება. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, შარშან დაწყებული პროგრამა ფართოვდება. ახლა დავასრულეთ კვლევა, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა, თუ რატომაა მედიკამენტების ათვისება მოსალოდნელზე უფრო დაბალი და სახელმწიფო პროგრამაში ამ წერტილების გასაძლიერებლად ზომები უკვე მიღებულია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

big_banner
არქივი