logo_geo
პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის
- +

1 ივლისი. 2019. 01:15

 

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია კომპანია „აი გრუპის“ ქართული ბრენდის ნიშნით გამოშვებული ელექტრომობილების დიზაინზე იმუშავებს. ციკოლიას თქმით, იგი კომპანიის მიერ დაწყებულ სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.

საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება და დარწმუნებული ვარ ამ რთულ გზაზე ჩვენ, მთელი გუნდი და მთლიანად საქართველო დიდ წარმატებებს მივაღწევთ!!!!!“, – წერს ზვიად ციკოლია თავის ფეისბუქგვერდზე.

 

2010 წლიდან ზვიად ციკოლია მთავარი დიზაინერია ქართულ საკონსტრუქტორო ბიურო „დელტაში“, სადაც პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის, „დიდგორი 914“-ის, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ და მუხლუხიანი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანის, „ლაზიკას“ დიზაინი შექმნა.

2011 წელიდან ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი საათის  წარმოება დაიწყო შვეიცარიაში, 2015 წელს კი საათები მისი გვარით – TSIKOLIA გამოვიდა.

 

 

big_banner
არქივი