logo_geo
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებისაკენ მოუწოდებს
- +

4 ივლისი. 2019. 11:05

 

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, დროულად გაიაროს ჰეპატიტთან დაკავშირებული შესაბამისი ტესტირება და ჩაატაროს მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უსასყიდლოდაა შესაძლებელი.

 

„ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი