logo_geo
შსს: დავითგარეჯის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა
- +

15 ივლისი. 2019. 10:31

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავითგარეჯის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა.

 

ამის შესახებ უწყებაში სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას განაცხადეს, სადაც ასახულია, რომ დავითგარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

 

დავითგარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა, - წერს 1tv.ge.

 

 

big_banner
არქივი