logo_geo
ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართება
- +

17 ივლისი. 2019. 11:46

 

 

მიმდინარე წლის 20-21 ივლისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; სამედიცინო კლინიკა „გასტროენტეროლოგი“;  სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“; ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“; ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან

 

მისამართი: ქ.ფოთი; დავით აღმაშენებლის ქ. N 16;  მე-15 საჯარო სკოლის შენობა

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

 

big_banner
არქივი