logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ფოთში აფროსანთა ორდღიანი საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდა
- +

24 ივლისი. 2019. 12:12

 

ფოთში, საწყალოსნო სპორტულ ბაზაზე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და „საქართველოს აფროსნობის ფედერაციის“ ეგიდით, საკლუბო პირველობაში მოზარდებს შორის შეჯიბრება ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ფოთისა და თბილისის საიალქნო კლუბები დაუპირისპირდნენ.

აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტის დევი ქიტუაშვილის განცხადებით, რბოლა „ლაზერისა“ და „ოპტიმისტის“ საერთაშორისო კლასებში გაიმართა. ჩემპიონატის ჩატარებამდე, მთელი კვირის მანძილზე, აღნიშნულ ბაზაზე სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები ტარდებოდა. შეჯიბრების შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგმა მონაწილეებმა მოიპოვეს:

 

ოპტიმისტის კლასში:

I ადგილი - ნიკა თათარიშვილი (თბილისი);

II ადგილი - ალექსანდრე ქიტუაშვილი (თბილისი);

III ადგილი - თემური სვანიძე (თბილისი).

 

ლაზერის კლასში:

 

I ადგილი - გიორგი ქიტუაშვილი (თბილისი);

II ადგილი - ვალერი ბესსარაბი (ფოთი);

III ადგილი - ირაკლი ლომთათიძე (ფოთი).

 

„რაც შეეხება მხარდამჭერებს, შეიძლება ითქვას, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ჩვენი მთავარი სპონსორია. წელს კომპანია აღჭურვილობის განახლებაში დაგვეხმარა. აგრეთვე, აღსანიშნავია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წვლილიც - ჩვენს ღონისძიებებს ყოველწლიურად, სწორედ ისინი აფინანსებენ“, – აღნიშნა დევი ქიტუაშვილმა.

 

გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი