logo_geo
„ახალი დაავადება გვიახლოვდება...“ - ლელა კაკულია საზოგადოებას აფრთხილებს
- +

29 ივლისი. 2019. 15:25

 

„იმის შესახებ, რომ ახალი საშიში ინფექციები გავრცელდებოდა, მე დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე“, – ამის შესახებ წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საუბრობს.

 

ქართველი ფენომენის თქმით, ახალი დაავადება, რომელსაც მან „უჩინარი სიკვდილი“ უწოდა, ესპანური გრიპის, ე.წ. ისპანკას პანდემიაზე უარეს შედეგებს მოიტანს, თუმცა ეს საქართველოს არ შეეხება.

 

აღსანიშნავია, რომ ლელა კაკულიას ჩანაწერებში, რომლებიც გასულ წლებში არაერთხელ გამოქვეყნდა როგორც მის საავტორო გაზეთში, ისე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ წიგნებში, არსებობს წინასწარმეტყველებები მსოფლიოში ახალი ინფექციური დაავადებების გაჩენის შესახებ.

 

„მაგალითად, 1992 წლის 22 მარტს ჩაწერილია შემდეგი: მსოფლიოში შემოდის ავადმყოფობის რთული ბაცილა, ინფექციური. წამალი არ არსებობს. გაწყვეტით ემუქრება ლამის ნახევარზე მეტს პლანეტაზე.

 

1993 წელი, 5 აგვისტო — უცნაური ავადმყოფობები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ეს დაავადებები მრავალგვარია, მედიცინა უძლურია, მსოფლიო შეძრწუნდება. უშველის ხის ფესვები, ბუჩქის ფოთლოვანი ნახარში, ანუ ხალხური მედიცინა, მეტი არაფერი. ეს იქნება დიდი კატასტროფა. მსოფლიოს ააფორიაქებს შიში.

 

2008 წელი, 1 მარტი — მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ეს სამი სახის დაავადება სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს“ შეარქმევენ — მიდი და ებრძოლე! ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გარდაიცვლება! ომი სჯობს ამ უჩინარ დაავადებას. საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს”, – წერია ლელა კაკულიას ჩანაწერებში.

 

big_banner
არქივი