logo_geo
მეუფე სტეფანე: მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება
- +

10 ნოემბერი. 2019. 16:54

 

 

„მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება“, - ასე ეხმაურება ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ სინოდის სხდომის შემდეგ განცხადებას.

 

„მოსაგონია ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა ჩვენ უწმინდესთან - მე და მეუფე პეტრეს. ვერაფრით ვერ გავერკვიე ამ საკითხში, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება. მე ვერ დავტოვებ უწმინდესს ვერასდროს. ვინმემ რომ თქვას, რომ მამაშენი ასეთიაო, მე ვეტყვი -წადი მომშორდი. ნებისმიერ თქვენთაგანს მამაზე რომ გითხრან, რომ შენი მამა ასეთიაო, მოუსმენთ იმას?! ეს ისეთი რაღაცაა, ვერ წარმომიდგენია. თავში როგორ უნდა შეუშვა მამაზე ასეთი რაღაცა. მე მიკვირს მეუფე პეტრესგან. მე მიყვარს მეუფე პეტრე. ბევრი რამე გვაკავშირებს, მაგრამ უწმინდესის გინება ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი