logo_geo
ემზარ კვიციანი ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი, რომელიც მკვლელობის საქმეზე დააკავეს, „ტაბლეტებს მოიხმარს“...
- +

14 ნოემბერი. 2019. 12:13

 

თბილისის ზღვაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. დეპუტატი  აცხადებს, რომ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა კვიციანი პოლიციას თავად ჩაბარდა. ემზარ კვიციანი, ასევე, აღნიშნავს, რომ ბექა კვიციანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს.

 

„ჩაბარდა ჩემი ძმისშვილი. მე მივეხმარე ჩაბარებაში. აზრზე არ არის, რა მოხდა, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქში დავდიოდი და ვიპოვე. ბოლო დროს არაადეკვატური იყო. სააკაძის ძეგლთან ვიპოვე. არაფერს ჰყვება, იცინის. ისიც არ იცის, ვინ არის გარდაცვლილი. არ ახსოვს არაფერი. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მაგას ჩასვამენ და უმკურნალებენ. ახალგაზრდები ამ ბოლო დროს ხომ მწყობრიდან არიან გამოსულები. ეს უბედურება, რომელიც ჩემს ოჯახს ეწვია, ყველა ოჯახს ეწვევა, თუ ერთად არ დავდექით და თუ არ შევაწყვეტინეთ ამ წამლის გაყიდვა ქვეყანაში. როგორც ასეთი, ნარკოდამოკიდებული არ არის, ნემსებს არ იკეთებს, მაგრამ ტაბლეტებს რომ სვამენ, იმას მოიხმარს. პრაქტიკულად მაღალჩინოსანს ჩავაბარე. ეს უბედურება რაც აგვეკიდა ოჯახს, მივხედავთ, აბა, რას ვიზამთ. ცხოვრებაში ერთმანეთზე მაღალი ხმა არ აქვთ ამოღებული, ბავშვობიდან ერთად იყვნენ. გაოგნებულია მთელი ოჯახი, უბანი, თვითონ დაზარალებულის ოჯახიც, საცოდავები, ამისთანა კაი ბიჭი დაკარგეს, სამი შვილის მამა, ისეთი კარგი პიროვნება“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა „ფორმულასთან“.

 

ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი გუშინ დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა. 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე 4 დღის წინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

 

წყარო: hotnews.ge

 

big_banner
არქივი