logo_geo
„შე ნაბ...ო!“ - მამუკა ხაზარაძეს აქციაზე ხელი დაარტყეს
- +

15 ნოემბერი. 2019. 14:24

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ დაუპირისპირდა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ინციდენტი გუშინ, ღამით, აქციის მიმდინარეობის დროსაა გადაღებული.

 

ვიდეოს სოციალურ ქსელში ლევან მჭედლიშვილი ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, „სირცხვილია!“-ს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან გუშინ დაიწყო, რითაც პარლამენტში საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე კარვები გაშალეს. ისინი არ აპირებენ დაშლას მანამ, სანამ  პროპორციული ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი