logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: 14 წელია ვცდილობ მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გასუფთავებას
- +

10 დეკემბერი. 2019. 00:32

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ცდილობს საქართველოს მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გასუფთავებას, მაგრამ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციულურ-ეკონომიკურ პირობებში ეს ვერაფრით მოხერხდა.

 

ივანიშვილის განმარტებით, მოსახლეობის პრიორიტეტები განსხვავებულია. შესაბამისად, მხოლოდ ეკონომიკის განვითარების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განათლების ამაღლებით არის შესაძლებელი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება.

 

ეკონომიკური საქმიანობების გარეშე, შეუძლებელია იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამ თუ იმ საზოგადოების ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, იგი არ არის, ქვეყანაში ჰესების ან ზოგადად მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, როგორც გარემოს დაცვის, ასევე უსაფრთხოების კუთხით. აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს  ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

 

big_banner
არქივი