logo_geo
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ცოტნეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, შეინიშნება დადებითი დინამიკა
- +

26 დეკემბერი. 2019. 17:51

 

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეინიშნება დადებითი დინამიკა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა განუცხადა.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. გადაწყდა, ცოტა ადრე გაეკეთებინათ, ხვალ დილით ვაპირებდით, მაგრამ მცირე უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩავატარეთ დღეს. შეინიშნება დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება არის, რამდენადაც დრო ამის საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღეა გასული და ველოდებით ახლა მაინც უცხოეთში გადაყვანას, რომ მოსალოდნელი გართულებებისთვის მზაობა იყოს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

 

მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ არის დაგეგმილი.

 

„გადაყვანა დღის წესრიგში დგას, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება. მძიმედ რჩება, მაგრამ არის სტაბილური. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება ჯერჯერობით, ამისთვის არანაირი საჭიროება არ ჩანს“, - განაცხადა გამსახურდიას მეუღლემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი