logo_geo
ირაკლი ანთაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
- +

28 დეკემბერი. 2019. 12:38

 

 

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და  მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ეს შედეგი, რისი მოწმენიც დღეს ჩვენ გავხდით. ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალის გაზიარების შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ანთიძემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი