logo_geo
1-2 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი
- +

30 დეკემბერი. 2019. 12:49

 

 

31 დეკემბერს და 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9 +11 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბოლოს თოვლი ახალი წლის ღამეს 2009 წელს მოვიდა.

 

big_banner
არქივი