logo_geo
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას წერილის შინაარსი გააცნო
- +

6 იანვარი. 2020. 16:23

 

„წერილი, რომელიც დაიწერა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი ხელმეორედ მიმართონ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

 

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ეწერა შეწყალების თაობაზე პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რის შემდეგაც ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომლითაც სინოდმა პრეზიდენტს, მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

 

„მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“, - ნათქვამია წერილში, რომელიც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.

 

მისი თქმით, წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 8 ნოემბერს გაეგზავნა.

 

 

 

big_banner
არქივი