logo_geo
ფატმა სერენ იაზგანი: საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია რუსეთისას უპირისპირდება
- +

26 იანვარი. 2020. 12:16

 

„რაც ჩემმა მინისტრმა თქვა, ისაა, რასაც წლებია ვამბობთ. არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, ბრიუსელსა და თბილსში, არამედ საჯაროდ“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა, „ტაბულასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რითაც ის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავაშოღლუს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

 

თურქეთის ელჩმა ასევე, საერთაშირსო ურთიერთობებში ორმაგი სტანდარტების გაძლიერებასა და ანტითურქულ კამპანიაზეც ისაუბრა.

 

„თურქეთი მიზანში იყო ამოღებული, თითქოს ჩვენ კარგი მოკავშირეები არ ვართ იმის გამო, რომ რუსეთთან გვიწევს თანამშრომლობა, კერძოდ სირიაში. ამის გამო, ჩვენ მიზანში ვართ ამოღებული - ზოგიერთმა თურქეთის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობაც კი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს კრიტიკა, რასაც უხვად წააწყდებით დასავლურ მედიაშიც, ძალიან საწყენია. რასაკვირველია ჩვენ, ალიანსის წევრები, არ ვართ ყოველთვის და ყველაფერში ერთ აზრზე, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ ალიანსს, ვიცით მისი ღირებულება და წვლილი უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია რუსეთისას უპირისპირდება. მე ხშირად მიგრძნია, თითქოს ჩვენი ხმა სათანადოდ არ ესმით. ამიტომ მოხარული ვარ, რომ მინისტრმა გამოიყენა შესაძლებლობა და ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა გამოხატა ჩვენი პოზიცია დავოსში.

 

 

ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ახლახან რუსეთთან ურთიერთობის დათბობა დაიწყეს, ამის შესახებ ხმამაღლაც თქვეს და ის თემაც დაივიწყეს, რის გამოც რუსეთის სანქციების ქვეშაა ყირიმის ანექსია. ვფიქრობ საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. რუსულმა ტელეარხებმა გასულ ივლისში და აგვისტოში გაუშვეს ისეთი პროპაგანდა, რომელიც აჭარაში ისტორიულ იარებს ეხებოდა, მაგალითად ისინი ამტკიცებდნენ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურებოდა, რაც ტყუილია. თუმცა რუსეთის გარდა, არის რაღაც დიასპორები ამერიკასა და ევროკავშირში, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ თურქეთის კეთიმეზობლობას. მე მჯერა გამძლეობის გამომუშავების. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აწარმოებს ანტიკამპანიას. საჭიროა, რომ მოსახლეობას გამოუმუშავდეს გამძლეობა პროპაგანდის მანქანების მიმართ.“ - აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.

 

 

 

big_banner
არქივი