logo_geo
თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა და მისი დედა გადაარჩინეს
- +

26 იანვარი. 2020. 13:44

 

თურქეთის ელაზიღის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა და მისი დედა გადაარჩინეს. მათ მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებაში 24 საათზე მეტი დრო გაატარეს.

 

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, დედა-შვილი უვნებელია.

 

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

 

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 31-ს მიაღწია, დაშავებულია 1400-ზე მეტი ადამიანი.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 22 ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში იმყოფება.

 

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 24 იანვრის საღამოს მოხდა, რის შემდეგაც 460-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი