logo_geo
საქართველოს ელჩი ჩინეთში: უხანში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, საელჩოს ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
- +

26 იანვარი. 2020. 14:54

 

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება,- ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ადასტურებს.

 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ.

 

„ამჟამად, ქალაქ უხანში, სადაც არის ინფიცირების წყარო სამი ჩვენი თანამოქალაქე იმყოფება. ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, საელჩოს ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩვენ, ასე კონტაქტი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში. საბედნიეროდ, ისინი ჯანმრთელად არიან. მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ ამ მხრივ“,- განაცხადა კალანდიამ.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი