logo_geo
მეუფე გრიგოლი: ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ არის შურისძიება, ეს კანონიკაა
- +

26 იანვარი. 2020. 15:54

 

ჭყონდიდის ახლადდანიშნულმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ, მამა ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს მღვდელმსახურება შეუჩერდა, მედიასთან შეაფასა და განაცხადა, რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო, არ დარჩა.

 

,,მამა ანდრია სარიას სამჯერ ვთხოვე, თუმცა, მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია. მას 15 წელია ვიცნობ. 3-ჯერ შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩიე ეს გზა. დატოვა მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისაძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

 

 

big_banner
არქივი