logo_geo
ქვიშხეთში მანქანა მდინარეში გადავარდა – 5 დაღუპულიდან 3 მცირეწლოვანია
- +

26 იანვარი. 2020. 16:41

 

ხაშური – ახალციხე – ვალეს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილი გახდა “ჰიუნდაი ელანდტრას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. მანქანაში ცოლ-ქმარი და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა.

 

შემთხვევის შედეგად საჭესთან მჯდომი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალი და სამი მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპნენ.

 

როგორც შსს-ში განმარტავენ , საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი