ხაშური – ახალციხე – ვალეს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილი გახდა “ჰიუნდაი ელანდტრას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. მანქანაში ცოლ-ქმარი და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა.
შემთხვევის შედეგად საჭესთან მჯდომი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალი და სამი მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპნენ.
როგორც შსს-ში განმარტავენ , საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.