logo_geo
ვირუსის გამო ჩინეთში მშობლებმა არასრუწლოვნები მიატოვეს
- +

26 იანვარი. 2020. 17:34

 

ჩინეთის აეროპორტში მშობლებმა დაავადებული ბავშვები მიატოვეს და თვითონ გაფრინდნენ.

 

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

თვითმხილველთა თქმით, ნანკინის ლუკოუს აეროპორტში ორ პატარა ბავშვს მაღალი ტემპერატურის გამო ჩანშასკენ მიმავალ რეისზე ჩაჯდომის უფლება არ მისცეს.

 

მათი მშობლები აეროპორტის პერსონალს 3 საათის განმავლობაში ჩასხდომის დარბაზში ეკამათებოდნენ და თხოვდნენ მათთვის მაინც მიეცათ ბორტზე ასვლის უფლება, რადგან ისინი დაავადებული არ იყვნენ. საბოლოოდ მათ ბავშვები აეროპორტში მიატოვეს და თვითმფრინავში ავიდნენ. გარშემომყოფი უცნობი ადამიანები იძულებულნი გახდნენ ბავშვებზე ეზრუნათ.

 

 

 

big_banner
არქივი