logo_geo
16 თებერვალს რესტორან „კრწანისში“ ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის - „ღიმილის ბიჭების“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

26 იანვარი. 2020. 18:16

 

16 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, რესტორან „კრწანისში“ გაიმართება ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის, რომანის - „ღიმილის ბიჭების“ პრეზენტაცია.

 

რომანში ასახულია 17 წლის ქართველი ბიჭის ისტორია აფხაზეთის ომის პერიოდში, გადმოცემულია მხატვრულ-დოკუმენტურ ფორმატში უამრავი აქამდე უცნობი ისტორია, ფაქტი, მოვლენა და ქართველი, მეომარი გმირების დაკარგული სახელები და რაც მთავარია - ომის რომანტიზმი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო კაცთაკვლის პარალელურად სიყვარულის სადარი...

 

დახურული ტიპის ღონისძიებაზე დასწრება, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, მოსაწვევებით, რომლის თაობაზე უნდა მისწეროთ ავტორს PM-ში, რადგან მოსაწვევი - თავად წიგნია, რომლის ფასი 10 ლარია, შემოსავალის ნაწილი, ავტომატურად გადავა ფონდში „ვაჩუქოთ ბავშვებს ღიმილი“.

 

 

 

big_banner
არქივი