logo_geo
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გამოჰკითხეს
- +

27 იანვარი. 2020. 11:40

 

 

თბილისის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის სამმართველოში საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გამოჰკითხეს.

 

ავთანდილ ცინცაძესთან სამართალდამცველებს კითხვები 24 იანვარს, საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტზე ჰქონდათ. დეპუტატის განცხადებით, ფაქტი ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო.

 

„რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების მისამართით ძალიან ცუდი სიტყვებით ილანძღებოდა, სხდომაზე მე მივუთითე და ვუთხარი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

 

საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე გუშინ ლევან ხაბეიშვილიც გამოიკითხა.

 

დეპუტატებს შორის ინციდენტი საკრებულოში, სარევიზო კომისიის სხდომაზე, 24 იანვარს მოხდა.

 

big_banner
არქივი