logo_geo
ბერმუდის სამკუთხედში საუკუნის წინ დაკარგული გემი აღმოაჩინეს
- +

27 იანვარი. 2020. 12:24

 

კუბის სანაპირო დაცვის სამსახურმა კარიბის ზღვაში, ბერმუდის სამკუთხედში, თითქმის საუკუნის წინ დაკარგული გემი იპოვა.

 

როგორც კუბის ხელისუფლებაში აცხადებენ, ნაპოვნი გემი ცნობილი ამერიკული გემი SS „Cotopaxi“-ია, რომელიც ბერმუდის სამკუთხედში 1925 წლის 1 დეკემბერს დაიკარგა.

 

კუბის სამსახურებმა გემი ჯერ კიდევ გასული წლის 16 მაისს აღმოაჩინეს. მათთან დაკავშირების უამრავი მცდელობის შემდეგ, გემზე საპატრულო ეკიპაჟი გაგზავნეს. მესაზღვრეები ნანახმა გააოცა.

 

გემი ჟანგიანი და აშკარად ძველი ჩანდა, სადაც არც ეკიპაჟი იყო, ყველგან მხოლოდ სიცარიელე იგრძნობოდა. მაშინვე ცხადი გახდა, რომ გემი დიდი ხნის წინ იყო მიტოვებული.

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩენილი გემი ჯერ კიდევ 100 წლის წინ აგებული ამერიკული ლეგენდარული გემი  SS „Cotopaxi“ იყო. რომელიც გაურკვეველ ვითარებაში  1925 წელს გაქრა.

 

გემის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს, ასევე, კაპიტნის დღიური, რომელსაც გემის საიდუმლო გაქრობამდე აწარმოებდნენ. ბოლო ჩანაწერი 1925 წლის 1 დეკემბერს არის გაკეთებული, ანუ იმ დღეს, როცა გემმა უბედურების სიგნალი გადასცა და ამის შემდეგ მასთან კავშირი შეწყდა. თუმცა, გემის გაქრობის შესახებ დღიურში არანაირი ინფორმაცია არ აღმოჩნდა.

 

აღნიშნული გემი 1925 წლის 31 დეკემბერს რეესტრში ოფიციალურად დაკარგულად შეიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი