logo_geo
ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

27 იანვარი. 2020. 13:56

 

 

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, თუმცა, მას განაჩენი არ წაუკითხავს, რადგან დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

 

წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე კი სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ ცნო.

 

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ბიუჯეტიდან 1 370 000 ლარი გაიფლანგა.

 

ერმაკოვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

 

 

big_banner
არქივი