logo_geo
საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ზრდაში ჩამორჩენა და ჭარბი წონა აღენიშნებათ
- +

27 იანვარი. 2020. 15:09

 

 

გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციულ სტატუსს აქვეყნებს.

 

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ასევე 6%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა სიმაღლეში.

 

2 პროცენტს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1 პროცენტს კი აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა.

 

ბავშვების უმეტესობა (5%), რომლებსაც აქვთ წონის დეფიციტი და გამოფიტვა, არიან 0-5 თვის ასაკის.

 

ასევე მაღალია (8%) ბავშვების სიმაღლეში ჩამორჩენის მაჩვენებელი 24-35 თვის ბავშვებში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი