logo_geo
თბილისში ელექტრომობილების უფასო დამტენების მონტაჟი გრძელდება
- +

29 იანვარი. 2020. 13:32

 

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში.

 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, ჯამში 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

 

ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმაWWW.SHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12-ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.

big_banner
არქივი