logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა
- +

29 იანვარი. 2020. 13:39

 

 

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დანიშვნა ნოემბერში მოხდა.

 

უწყებაში განმარტეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებით შეირჩა.

 

27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად თავდაცვის ყოფლი მინისტრი ლევან იზორია ინიშნება.

 

 

big_banner
არქივი