logo_geo
რუსეთში კორონავირუსის გავრცელებას, სავარაუდოდ, თებერვალში ელოდებიან
- +

29 იანვარი. 2020. 13:40

 

 

 

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას, სავარაუდოდ, თებერვალში ელოდებიან.

 

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის ინფექციურ დაავადებათა პროფესორმა ვლადიმირ ჩულანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პროგნოზი ისეთი ფაქტორებით არის გაკეთებული, როგორების არის ვირუსის გადაცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; დაავადების გავრცელების მაღალი ტემპი; რუსეთის მოსაზღვრედ ჩინეთის რაიონებში დაავადების გავრცელების შემთხვევები, ასევე მიგრაციის მაღალი აქტივობა.

 

ამასთან, რუსეთში დაავადების გამოვლენის სანდო საშუალებები შეიმუშავეს და ვაქცინაზე დაიწყეს მუშაობა.

 

ბოლო მონაცემით, კორონავირუსს ჩინეთში 132 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ათასამდეა დაავადებული, 104 კი, განიკურნა.

 

 

big_banner
არქივი