logo_geo
როუენ კემპბელი ქართველებს: არასოდეს არ შეიცვალოთ!
- +

29 იანვარი. 2020. 14:49

 

 

„მინდა 3 სიტყვა ვუთხრა საქართველოს და ქართველებს: არასოდეს არ შეიცვალოთ!“ -  ბრიტანელი მოგზაური როუენ კემპბელი, რომელმაც საქართველოში ველოსიპედი დაკარგა, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქართველ ხალხს მიმართავს.

 

„ჩემი მიზანი იყო, რომ სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით ჩავსულიყავი. მსურდა, სამყარო სხვა კუთხით დამენახა. ეს ჩემი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევაა.

 

ვფიქრობდი, ამას თუ შევძლებ, ჩემთვის შეუძლებელი აღარაფერი იქნება. ამ მოგზაურობისას 11 ქვეყანას ვესტუმრე. ჯამში კი შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

 

როდესაც ველოსიპედი მომპარეს, ძალიან გულგატეხილი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ჩემი მოგზაურობა დამესრულებინა და სახლში დავბრუნებულიყავი. მოგზაურობისას ბევრი ცუდი შემთხვევა მქონია, თუმცა, ველოსიპედი არასდროს მოუპარავთ.

 

ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ფაქტს. ქართველები უამრავ შეტყობინებას მწერდნენ. ისინი განიცდიდნენ, რომ მსგავსი ინციდენტი სწორედ მათ ქვეყანაში მოხდა.

 

როდესაც გავიგე, რომ პოლიციამ ჩემი ველოსიპედი იპოვა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ძველ მეგობარს შევხდი.

 

ძალიან გაკვირვებული ვიყავი იმ პასუხიმგებლობით, რასაც ქართველი ხალხი ჩემი მოპარული ველოსიპედის გამო გრძნობდა. ამიტომ საქართველოში ყველაზე მეტად ქართველი ხალხი მომწონს. ძალიან მეგობრულები არიან და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ. ჩემს მესიჯს საქართველოსთვის სამი სიტყვით ვიტყვი: არასოდეს არ შეიცვალოთ!“ - განაცხადა მოგზაურმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი