logo_geo
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
- +

29 იანვარი. 2020. 15:31

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობაში დატოვა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დასაწყისში სხდომის გადადება მოითხოვა.

 

მოსამართლემ პროცესი გადადო, რის გამოც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი დღეს ვერ განიხილეს.

 

ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ ბრალი 19 ნოემბერს წაუყენა.

big_banner
არქივი