logo_geo
თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
- +

29 იანვარი. 2020. 15:32

 

 

თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძემ განცხადებით, აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა და მიიღო.

 

ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში საკრებულომ უნდა განსაზღვროს ის ადგილები, რომლებსაც აკრძალვა შეეხება.

 

შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთებენ განცხადებებს და გააცნობენ საზოგადოებას მათ პოზიციას.

 

„კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის.

 

რაც შეეხება აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას, ეს არ ეხება მხოლოდ ელიავას ბაზრობას და ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ასეთი ტიპის საქონლით ვაჭრობა და გარემოს დაბინძურება, ასევე ნორმალური საცხოვრებლის პირობების დაზიანება ხდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

big_banner
არქივი