logo_geo
მირანდა მანჯგალაძე: უბედური შემთხვევისგან არავინაა დაცული
- +

29 იანვარი. 2020. 15:33

 

ასეთი უბედური შემთხვევისგან არავინაა დაცული. თუნდაც ქუჩაში მიმავალი რიგითი ადამიანები. ქუჩაში რომ დაჭრა ქალმა დედ-მამასთან ერთად მიმავალი ბავშვი, მშობლები იყვნენ დამნაშავენი?- ამის შესახებ მაღაზიათა ქსელ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ „რადიო თავისუფლებასთან“  საუბრისას აღნიშნა.

 

მაღაზიათა ქსელ „სპარის“ მმართველი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ირწმუნება, რომ კომპანია სრულად იცავს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხოება. მისი თქმით, არავინაა დაზღვეული ისეთი უბედური შემთხვევებისგან, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაღაზიათა ქსელში დაფიქსირდა.

 

ეს არის ის საკითხი, რომელთანაც ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ბიზნესი და ორგანიზაცია დაუცველია, რადგან ადამიანი განზრახ მოდის და იდენს დანაშაულს. ასეთი უბედური შემთხვევისგან არავინაა დაცული. თუნდაც ქუჩაში მიმავალი რიგითი ადამიანები. ქუჩაში რომ დაჭრა ქალმა დედ-მამასთან ერთად მიმავალი ბავშვი, მშობლები იყვნენ დამნაშავენი?“

 

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტზე არსებულ უსაფრთხოების ზომებს, მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, „სპარის“ ყველა ობიექტი აღჭურვილია საგანგაშო ღილაკით, რომლის ამოქმედებისთანავე ობიექტზე გადის სამართალდამცავთა ჯგუფი. გარდა ამისა, მისივე თქმით, გარკვეულ ობიექტებზე ჰყავთ დაცვის თანამშრომლებიც, თუმცა, ისინი არ არიან შეიარაღებულნი და მათი უფლება-მოვალეობა მაღაზიაში წესრიგის უზრუნველყოფაა.

 

„30 დეკემბრის შემთხვევისას, ობიექტზე დაცვა იყო, თუმცა, შეუიარაღებელ დაცვას გაუჭირდება მეორე ადამიანის დაცვა. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, ყველა ობიექტი აყვანილია საგანგაშო ღილაკზე. ყველა საგანგაშო ღილაკი გამართულია, მუშაობს მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახური კომპანიის შიგნით, ვთანამშრომლობთ პოლიციასთან ნებისმიერ საქმეზე. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, ჩვენს თანამშრომლებამდე მივიდეს, რომლებიც შეშინებულები არიან და თვლიან, რომ შესაძლოა, მათაც საფრთხე ემუქრებათ, რადგან ეს ყველაფერი ისე შეიფუთა, თითქოს ისინი დაუცველები არიან და მათ უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს. საზოგადოებამ ეს ტრაგედია ჩვენ დაგვაბრალა, რაც არ არის სწორი, - აღნიშნავს მმართველი დირექტორი.

 

big_banner
არქივი