logo_geo
ბაჩო ოდიშარია: როგორ გააყალბა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი წარსული
- +

29 იანვარი. 2020. 15:50

 

 

 

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს „POSTV“-ის ანალიტიკოსის  ბაჩო ოდიშარიას ვიდეობლოგი, სადაც  იგი „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ამხელს.

 

საუბარია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე  2019 წლის 12 თებერვალს მამუკა ხაზარაძის გამოსვლაზე, სადაც იგი hყვება,  როგორ დაინიშნა 22 წლის ასაკში კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უფროსად, როგორ არ გაცვალა შინაგანი თავისუფლება ანდროპოვის დროის საბჭოთა ფუნქციონერობაზე, როგორ გაუჩნდა პროტესტი და გაიქცა სისტემიდან.

 

„გამოვიყენოთ მარტივი არითმეტიკა. როგორც „გუგლი“ იუწყება, ბატონი მამუკა დაბადებულია 1966 წელს,  შესაბამისად, 22 წლის იქნებოდა 1988 წელს. 1988-ში არათუ ანდროპოვი, არამედ მისი ადგილმონაცვლე გენსეკი ჩერნენკოც კი უკვე საიქიოში იყვნენ და ქვეყანაში გორბაჩოვის „პერესტროიკა“ იყო გაჩაღებული. შესაბამისად, ისტორია, რომელსაც ის ჰყვება მეამბოხე ბიჭზე, რომელიც სისტემას აუმხედრდა ანდროპოვის პერიოდში, სადაც თავისუფლება მკაცრად ისჯებოდა, ყალბია, ამ დროს უკვე ხალხი „გეპეის“ წინ იკრიბებოდა ანტისაბჭოთა ლოზუნგებით და ეროვნულ მოძრაობას ფრთები ჰქონდა გაშლილი. გამოდის, რომ ბატონი მამუკა საკუთარი წარსულის ბუღალტერიის გაყალბებითაცაა დაკავებული“, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი