logo_geo
გენპროკურორობის კანდიდატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური დაჯგუფებაა
- +

29 იანვარი. 2020. 16:12

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა დავით ზირაქაშვილმა გასაუბრება საპროკურორო საბჭოსთან პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიმინალური დაჯგუფება უწოდა და თქვა, რომ მისი მოტივაცია ამ პოზიციაზე დანიშვნისა, სწორედ ეს არის.

 

ზირაქაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას და ამბოხს ცდილობდა და მას გენერალური პროკურორის პოზიციიდან, მსგავსი ფაქტების პრევენციის შესაძლებლობა ექნება.

 

ამის შემდეგ საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, თუ რამდენად აპოლიტიკურია კანდიდატი, რაზეც მან უპასუხა, რომ პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ დანიშვნის შემთხვევაში ის პოლიტიკოსი იქნება და მას ამ ეტაპზე განცხადების კეთების საშუალება აქვს.

big_banner
არქივი