logo_geo
ამირან გამყრელიძე: დგება გეგმა, რომ ეს 5 ადამიანი უხანადან უნდა გამოვიყვანოთ
- +

29 იანვარი. 2020. 17:08

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გეგმავს ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს 5 მოქალაქის ევაკუაციას.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც საქართველოს მსგავსად, უხანიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა სურთ. გამყრელიძის თქმით, საქართველოს 5 მოქალაქეს, სავარაუდოდ, მათთან ერთად წამოიყვანენ.

 

„მოგეხსენებათ, ჩინეთში, კერძოდ ქალაქ უხანში, ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა საქართველოს 5 მოქალაქე იყო. რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, თუმცა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია ჯერ არცერთ ქვეყანას არ განუხორციელებია – არც საფრანგეთს, არც აშშ-ს, არც გერმანიას. ყველა შესაბამის გეგმაზე მუშაობს და ეს გეგმა ჩინეთის მთავრობასთან თანხმდება, რადგან მათ საკუთარი რეგულაციები აქვთ. თან, მოგეხსენებათ, ქალაქში კარანტინია”, – ამბობს გამყრელიძე.

 

გამყრელიძე, ასევე, აცხადებს, რომ ევაკუაცია ნებაყოფლობითი იქნება, ანუ უხანს დატოვებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ.

 

„საქართველო რამდენიმე პარტნიორ ქვეყანასთან მუშაობს, რომ ევაკუაცია მათთან ერთად მოხდეს. ანუ ჩვენ ვმუშაობთ დიდ ქვეყნებთან, რომლებსაც ათასობით მოქალაქე ჰყავთ იქ და მათ გამოყვანას აპირებენ. დგება გეგმა, რომ ეს 5 ადამიანი ამ ქვეყნებთან ერთად გამოვიყვანოთ. ეს მოლაპარაკებები დიპლომატიური არხებით მომდინარეობს და მათი დასრულება დამოკიდებულია ჩინეთის ხელისუფლებაზე, როდის მისცემენ იმ დიდ ქვეყნებს უფლებას მოქალაქეების გამოყვანაზე“, – აცხადებს გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ვირუსით უკვე 132 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 5974-ს შეადგენს.

 

big_banner
არქივი