logo_geo
რუსული საწარმოები ლითონს საქართველოს გავლით გადაზიდავენ
- +

29 იანვარი. 2020. 17:09

 

რუსული მეტალურგიული საწარმოები თავიანთ პროდუქციას თურქულ ბაზარზე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაიტანენ. ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანული მედია ავრცელელებს.

 

გუშინ რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში ფოლადის ფილებით 30 ვაგონი დატვირთეს და დანიშნულების ადგილისკენ გაგზავნეს. სატვირთო ვაგონები 5175 კილომეტრ გზას დაფარავენ და რუსეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთის ფაიასის სადგურზე გაჩერდებიან. ტვირთის საერთო წონაა 2053 ტონა.

 

ეს კომპანია „EВРАЗ Нижнетагильский металлургический комбинат“-ის პირველი ტვირთია, რომელიც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადააქვთ.

 

ამჟამად ტრანსპორტირება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალში ტვირთის მოცულობის რამდენჯერმე გაზრდაა დაგეგმილი.

 

ამას გარდა, ამჟამად ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ყოველთვიურად 20 ათასი ტონა ფოლადი გადააქვს რუსეთის სხვა მეტალურგიულ გიგანტსაც „ММК“. სავარაუდოდ, ტვირთის ეს რაოდენობა უახლოეს თვეებში 30-40 ათას ტონას მიაღწევს.

 

მთლიანობაში მხოლოდ ეს ორი კომპანია ყოველთვიურად ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით 70 ათას ტონა ტვირთს გადაიტანს



big_banner
არქივი