logo_geo
საქართველო-სომხეთის საზღვრიდან ჩინეთის ორი მოქალაქე ერევანში, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს
- +

29 იანვარი. 2020. 17:11

 

ჩინეთის ორი მოქალაქე რომლებიც, სომხეთიდან საქართველოში გადმოსვლას ცდილობდნენ, მწვავე რესპირატორული ვირუსზე ეჭვის გამო უკან გააბრუნეს.

 

ამ დროისთვის ისინი ერევანში ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფებიან.

 

როგორც სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს გამოუვლინდა, ხოლო ჩინეთის მეორე მოქალაქე საავადმყოფოში მხოლოდ პროფილაქტიკისა და დაკვირვების  მიზნით რჩება.

 

„ერთ-ერთს საერთოდ არ აქვს მაღალი ტემპერატურა, ის მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით რჩება საავადმყოფოში.

 

მათ ფილტვების გამოკვლევა ჩაუტარდებათ და დანამდვილებით შემდეგ გავიგებთ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ინფორმაციით, ისინი სომხეთში ჩამოსვლამდე, საქართველოში იმყოფებოდნენ.“ - აღნიშნა სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელმა ლიანა ტოროსიანმა.

 

 

big_banner
არქივი