logo_geo
გიორგი გახარია ჟურნალისტს: თქვენგან მინდა სიხარული
- +

29 იანვარი. 2020. 17:25

 

„რა თქმა უნდა,  თქვენგან და ზოგადადაც, სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის რიტორიკულ შეკითხვას: „წერილი უნდა თუ სიხარული?“

 

ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილებს, სადაც კრიტიკულად იყო შეფასებული „ქართული ოცნების“ ქმედებები და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

 

„რა კითხვებიც უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწავვე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ შეშინებია მწვავე კითხვებზე მწვავე პასუხების გაცემის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. 

 

big_banner
არქივი