logo_geo
CNN-ი ქართულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის
- +

29 იანვარი. 2020. 19:44

 

„საქართველოს საუკეთესო კერძები და სად დავაგემოვნოთ ისინი თბილისში“, - სტატიას ასეთი სახელწოდებით CNN-ი აქვეყნებს.

 

საქართველოს დედაქალაქ თბილისში კულინარიული რევოლუცია მიმდინარეობს. შეფები ქართული კერძების კონცეფციას ცვლიან. დანარჩენ სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტით გამოწვეული ეს მოძრაობა ძველი კულინარიულ ტრადიციების აღორძინებასაც იწვევს. საქართველოში სადილისთვის უკეთესი დრო არ ყოფილა“, - წერს ჟურნალისტი პოლ რიმპლი, რომელიც 2002 წლიდან თბილიში ცხოვრობს.

 

იმ კერძების ჩამონათვალში, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა გასინჯონ მოხვდა: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო და ღომი, ჩაქაფული. სტატიაში ის რესტორნებიც არის მითითებული, სადაც რიპლის აზრით ამ კერძებს ყველაზე კარგად ამზადებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი