logo_geo
გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემა მზადაა, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ეფექტურად უპასუხოს გამოწვევას
- +

30 იანვარი. 2020. 11:13

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა მზაადაა, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.

 

პრემიერმა უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით გადადგა. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მაკოორდინებელი ორგანოა და უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

big_banner
არქივი