logo_geo
უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუირების შესახებ მუშაობა გრძელდება
- +

31 იანვარი. 2020. 12:59

 

 

ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუირების შესახებ მუშაობა გრძელდება.

 

კალანდიამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„უხანში ამჟამად იმყოფება საქართველოს 5 მოქალაქე. ვმუშაობთ აქტიურად, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქ უხანიდან ამ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან და ვცდილობთ, რომ დროულად მივიყვანოთ ეს მოლაპარაკებები ბოლომდე.

 

ვადგენთ და მიდის ყველა დეტალზე მუშაობა, თუ რა მექანიზმებით და როგორ მოხდება მათი ევაკუაცია. ევაკუირებული მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ბოლო დღეებში, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დატოვა უკვე ჩინეთის ტერიტორია, ნაწილი რჩება. საბედნიეროდ, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა.

 

big_banner
არქივი