logo_geo
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

31 იანვარი. 2020. 15:52

 

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

დიდი ბრიტანეთის მთავარი ექიმის, კრის უიტის განცხადებით, დაავადებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ქალაქ ნიუკასლში სპეციალურ მკურნალობას გადიან. ამასთან ერთად, უცნობია, დაავადებულები უცხოელები არიან თუ უცხოეთიდან დაბრუნებული ბრიტანელები.

 

„მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა, რათა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი შემოწმდეს“, - განაცხადა უიტიმ.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა.

 

 

big_banner
არქივი