logo_geo
ევროკავშირი კორონავირუსის შესწავლისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს
- +

31 იანვარი. 2020. 16:37

 

ევროკავშირი პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, კორონავირუსის შესწავლისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

 

„10 მილიონი ევრო კორონავირუსისა და მისი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდების შესწავლაზე დაიხარჯება“, - განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა სპინანტმა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი