logo_geo
ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს წევრები ბრალს არ აღიარებენ
- +

31 იანვარი. 2020. 16:44

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულები არიან, ბრალს არ აღიარებენ.

 

ალექსანდრე ხუჯაძის განცხადებით, გამოძიება დაადგენს სიმართლეს. ხუჯაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

 

„რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ბრალი წარდგენილია და დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება გამოიძიებს სამართლიანად. პირველ რიგში, მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს კორექტულობისკენ, რომ შემდეგ აღარ მოხდეს ასეთი ინციდენტი“, – განაცხადა ხუჯაძემ.

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ავთანდილ ცინცაძის თქმით კი, ხაბეიშვილი მისივე უზრდელური ქცევიდან გამომდინარე სცემეს.

 

„მე ამ ბრალდებას არ ვეთანხმები, დანარჩენი გამოძიების საქმეა და დაველოდოთ გამოძიებას. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გაეცემა პასუხი. ერთი მხრიდან იქნება დანაშაული თუ მეორე მხრიდან, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. ჩვენ შორის ჩხუბი მაშინვე არ დაწყებულა, ეს გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის უზრდელურმა საქციელმა და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. იქ რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა“, – განაცხადა ცინცაძემ.

 

​ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი წარედგინათ.

 

 

big_banner
არქივი